სემეკ-ი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს

სემეკ-ი დღევანდელ სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იუწყება, საჯარო სხდომაზე იმსჯელებენ ჰიდროელექტროსადგურების - „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებზე, ასევე, „ენერგოტრანსის“, „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის 2018-2020 წლების ტარიფებზე.

კომისიაში სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.