"ორიფლეიმი" ახალი ბრენდის პრეზენტაციას გამართავს

კომპანია "ორიფლეიმს" ბაზარზე ახალი ბრენდი The ONE შემოაქვს.

დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მოდის სამყაროსთვის შეიქმნა და სწორედ ამიტომ,  2014 წელს თბილისის მოდის კვირეულის სპონსორი "ორიფლეიმი" იქნება.

ახალ ბრენდს საზოგადოებას "ორიფლემ საქართველოს" გენერალური დირექტორი, ლევან ბოკუჩავა და კავკასიის ქვეყნების, მოლდოვასა და მონღოლეთის რეგიონალური დირექტორი, ნატალია პოპოვა 7 მაისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" წარუდგენს. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე  "ორიფლეიმის" დეკორატიული კოსმეტიკის გლობალური სამხატვრო დირექტორი, იონას ვრამელი და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, ბრენდ The ONE-ის ოფიციალური სახე საქართველოში, თაკო ჩხეიძე მიიღებენ.

ამავდროულად, 6-დან 10 მაისის ჩათვლით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აღმაშენებლის გამზირზე მდებარე "ვარდების ბაღში" "ორიფლეიმის" მაკიაჟის კუთხეს ესტუმროს.