თბილისში, ვარდების მოედანზე მდებარე „რესპუბლიკის“ შენობაში თევზისა და ზღვის პროდუქტების ახალი რესტორანი „ანდროპოვის ყურები“ გაიხსნა.
რესტორნის ინტერიერი (ავეჯის დიზაინის ჩათვლით) ცნობილ ფრანგულ კომპანიას Gilles & Bossier ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებისა და სასტუმროების დიზაინს აკეთებს.
თევზისა და ზღვის პროდუქტების მოყვარულებს რესტორანში შესაძლებლობა ექნებათ მრავალფეროვანი მენიუდან უმაღლესი ხარისხის კერძები დააგემოვნონ, რომელთა შექმნაზეც თბილისში სპეციალურად ჩამოსული მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის შეფები ზრუნავენ.
რესტორანში ადგილობრივი ელემენტების და კოსმოპოლიტური სტილის სინთეზია, რაც დახვეწილ დიზაინს ქმნის. რესტორნიდან ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.