საარსებო მინიმუმი 1,70 ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1,70 ლარით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175.7 ლარს შეადგენდა. ოქტომბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 174 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 14,30 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2016 წლის ნოემბერში იგივე მონაცემი 161.4 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში 1,60 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 155.7 ლარი; ხოლო 2017 წლის ოქტომბერში 154.1 ლარი იყო.

რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, 2,90 ლარით გაიზარდა და 294.8 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 24,10 ლარით არის გაზრდილი.

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი ნოემბერში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი -155, 70 ლარი; ორსულიანი ოჯახი - 249,10 ლარი, სამსულიანი ოჯახი - 280,20 ლარი; ოთხსულიანი ოჯახი - 311,30 ლარი; ხუთსულიანი ოჯახი - 350,20 ლარი; ექვსსულიანი ოჯახი - 414,10 ლარი.