აშშ-ს უვიზო პროგრამის 38 მონაწილე ქვეყნისთვის ახალი წესები შემოაქვს, რომლითაც ართულებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ახალი მოთხოვნების შემოღება ხდება იმისთვის, რომ ტერორისტებმა, ან დამნაშავეებმა ვერ ისარგებლონ ამ პროგრამით ამერიკაში შესასვლელად.
„ეს გაუმჯობესება უსაფრთხოს გახდის აშშ-ში მოგზაურობას ამერიკისა და იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის“ - განაცხადეს ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროში.
„სახელმწიფო დეპარტამენტთან, სხვა ფედერალურ სააგენტოებთან კონსულტაციისას, დღეისთვის, ვმოქმედებთ უვიზო რეჟიმის პროგრამის არსებული საიმედო ეროვნული უსაფრთხოების ელემენტების შემდგომი გამკაცრებისთვის“, - განაცხადა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.