10 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით და ამ 10 თვეში, კიდეც გაგვაჩერეს და კიდეც დაგვხურეს , - ამის შესახებ კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
”10 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით და ამ 10 თვეში კიდეც გაგვაჩერეს და კიდეც დაგვხურეს.
”სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენელი გვყავდა ბატონ დავით ნარმანიასთან მიყვანილი. შევიყვანეთ და შევახვედრეთ ბატონ ნარმანიას. იყო ინტერესი, რომ ”ელექტრო ჩარჯერების” საქართველოში დამამზადებელი ქარხანა გაკეთებულიყო. ამის დიდი შანსი იყო, მაგრამ ამას ისე ალმაცერად შეხვდნენ საქართველოში და მერე ისეთი სპეცოპერაცია მოუწყვეს საქართველოში კომპანიას, რომ ყველაფერი გაუქმდა. დავით ნარმანიას შევხვდით და თითქოს შეთანხმება შედგა, მაგრამ მეორე დღეს აღარავის არაფერი ახსოვდა”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.