სმარტფონების ბაზრის მკვლევარი კომპანიის Strategy Analytics-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლისთვის სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა სმარტფონების ბაზარზე შესაძლოა ლიდერობა დაკარგოს , ამ საფრთხეს კი ამყარებს პირველ ყოვლისა, დაბალბიუჯეტიანი ჩინური კომპანიების მიმართ მომხმარებელთა მზარდი ინტერესი და პრემიუმ სეგმენტში Apple-ის მხრიდან გაზრდილი წნეხი.
კომპანიის პროგნოზით, 2018 წლისთვის Samsung-ის წილი სმარტფონების ბაზარზე ამჟამინდელი 20,5%-დან შემცირდება 19,2 %-მდე, ეს კი ერთეულებში 315 მილიონი სმარტფონია. Apple-ი კი ამასობაში გაზრდის საკუთარ წილს ამჟამინდელი 14%-დან 14,3%-მდე, რაც რაოდენობრივად იქნება 234 მილიონი ერთეული. რაც შეეხება ჩინურ ბრენდებს Huawei-ს და OPPO-ს, ისინი საკუთარ წილს 10%-მდე გაზრდიან.
Strategy Analytics-ის განცხადებით, Samsung-ის პოზიციების შესუსტებას ასევე ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ iOS სმარტფონებს არ ჰყავს კონკურენტი, ხოლო Android-ის სეგმენტში კონკურენცია ძალიან მაღალია.
თავად Samsung-ში აღნიშნულ კვლევაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კოკა კვირკველია