„ევროსტატმა“ 15 დეკემბერს ერთ სულ მოსახლეზე ფინანსური დანახარჯის მიხედვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რითაც განსაზღვრა ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების დონე.
ჩატარებულ კვლევაში ჩანს, რომ ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას შორის, ყველაზე მეტს საკუთარ მოქალაქეებზე ხარჯავს ლუქსემბურგი და მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით მისი მაჩვენებელი კლებას განიცდის, ის მაინც 10 ქულით აღემატება მეორე ადგილოსან გერმანიას, რომელსაც ამ რეიტინგში 122 ქულა აქვს და მცირედით უსწრებს მესამეადგილოსან ავსტრიას. ასევე მაღალი მაჩვენებელი - 114 ქულა აქვს დიდ ბრიტანეთს, ხოლო მის შემდგომ მდგომ ფინეთს ბოლო სამი წელია 114 ქულა აქვს.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც რეიტინგის ბოლო სამ საფეხურზე აღმოჩნდნენ, ესენია: რუმინეთი, ხორვატია და ბულგარეთი.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემებში გავაერთიანებთ EFTA-ს რეგიონის ქვეყნებს, ლიდერი გახლავთ ნორვეგია 133 ქულით, ხოლო რეიტინგში მესამე იქნება შვეიცარია - 128 ქულით.
EU-28 ქულა
ლუქსემბურგი 132
გერმანია 122
ავსტრია 119
დიდი ბრიტანეთი 116
ფინეთი 114
დანია 113
ბელგია 112
საფრანგეთი 111
ნიდერლანდები 111
შვედეთი 110
იტალია 98
ირლანდია 96
კვიპროსი 91
ესპანეთი 89
ლიტვა 85
პორტუგალია 82
მალტა 81
ჩეხეთი 78
საბერძნეთი 77
სლოვენია 76
სლოვაკია 76
პოლონეთი 74
ესტონეთი 72
ლატვია 67
უნგრეთი 63
რუმინეთი 61
ხორვატია 59
ბულგარეთი 53
EFTA
ნორვეგია 133
შვეიცარია 128
ისლანდია 114
კოკა კვირკველია