ნიუ-იორკში მცურავი პარკის მშენებლობის პროექტი მილიარდერმა ბარი დილერმა 2014 წელს წარადგინა.
ამ ხნის განმავლობაში ე.წ. დილერის კუნძულის მშენებლობას წინააღმდეგობები ჰქონდა. საკრებულოს წევრები ამტკიცებდნენ, რომ პარკის მშენებლობა მდინარის საზღვაო ცხოვრებას დააზარალებდა.
თუმცა, ახლა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პარტიებს კონსესუსისკენ მოუწოდა, პროექტი აღდგა. პარკის მშენებლობა მდინარე ჰუდსონზე იგეგმება, სადაც პროექტის მიხედვით, 700 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრიც მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში „მცურავი პარკის“ ხარჯები 35 მილიონი დოლარიდან 250 მილიონამდე გაიზარდა.
იხილეთ ფოტოგალერეა