ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაზარალებული 17 ოჯახი, რომელიც დროებით საცხოვრებელ ფართებში იყო გადაყვანილი, საკუთარ სახლებს დაუბრუნდა.
ისნის გამგეობის ინფორმაციით, კორპუსში სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ლიფტი აღდგა, დამონტაჟდა გაზის ახალი მილები და მოწესრიგდა ელექტროენერგიის ხაზები.
პარალელურად, მიმდინარეობს იმ რვა ოჯახის საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს სრულად განადგურდა. აღნიშნული ოჯახები კვლავ დროებით საცხოვრებელ ფართებში რჩებიან. საუშაოების დასრულების შემდეგ კი, შესაძლებლობა ექნებათ, რეაბილიტირებულ ბინებს დაუბრუნდნენ.