სტამბულში უპილოტო მეტროს ხაზი ამუშავდა

თურქეთის უმსხვილეს ქალაქ სტამბოლში უპილოტო მატარებლების მეტროს ხაზმა დაიწყო ფუნქციონირება. პროექტის ღირებულება 800 მილიონი ევროა და მისი გახსნის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაესწრო.

როგორც Daily Sabah წერს, პირველ ეტაპზე მარშუტის სიგრძე 10,5 კმ-ია, თუმცა 2018 წლის ივნისისთვის მისი გაფართოება 20 კილომეტრამდე იგეგმება. ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე 19 სადგური იმუშავებს და ავტომატიზირებული მატარებლები ყოველდღიურად 700 ათას მგზავრს მოემსახურებიან. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია.

ახალი ხაზის ამოქმედებამ სტამბოლის მეტროს ხაზი 167 კილომეტრამდე გაზარდა და უკვე მომავალი წლის ბოლომდე მისი სიგრძე 355 კილომეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2023 წლისთვის ქალაქის ხელისუფლება მის განვითარებას 1000 კილომეტრამდე გეგმავს. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, მეტროს ხაზი აუცილებლად უნდა მივიდეს გოგჩენის აეროპორტამდე.

კოკა კვირკველია