2017 წელს გასულ წელთან შედარებით 34,552 ერთეულით ნაკლები მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება იქნა იმპორტირებული.
ამის შესახებ, ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში 39,338 ერთეული მსუბუქი ავტომობილია იმპორტირებული, მაშინ როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 73,890 ერთეული იყო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.