ნოემბერში ხაჭაპურის მომზადების ფასი 7.1%-ით გაიზარდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების თანხამ ნოემბერში 3.70 ლარი შეადგინა, რაც 1.8%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო 7.1%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეკონომიკური საერთაშორისო სკოლა „აისეტ“-ის მონაცემებით, ხაჭაპურის ინდექსის ზრდა ნოემბერში ინგრედიენტების გაძვირებამ გამოიწვია.

კერძოდ, ISET-ის ცნობით, ნოემბერში ყველის ფასი 2.3% -ით, კვერცხი - 3.4% -ით; ფქვილის ფასი - 2% -ით, კარაქი - 2.5% -ით, ხოლო რძის ფასი - 0.7% -ით გაიზარდა.