იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ელექტროენერგის სიმძლავრის ბალანსი არაა დამტკიცებული, თბოელექტროსადგურებისთვის წარმოების ზღვრული ტარიფის განსაზღვრის შესახებ სხდომა ხვალისთვის გადაიდო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს თბოელექტროსადგურებისთვის დღგ-ს გარეშე ხვალ განსაზღვრავს.
სემეკი-ის დღევანდელ სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის დადგენაზე იმსჯელეს. წარმოდგენილი იყვნენ კომპანიები: შპს „ჯი ფაუერი“, შპს „გარდაბნის თბოსადგური“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, შპს „მტკვარი ენერჯი“. კომისია მსჯელობდა აღნიშნული კომპანიებისთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხზე.