თბოელექტროსადგურების ნაწილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან მოითხოვს, გადაიხედოს ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია და ვალუტის კურსთა სხვაობის ასახვა მყისიერად მოხდეს წარმოების ტარიფში.
როგორც ჟურნალისტებს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, აუცილებელია გადაიხედოს ის მეთოდოლოგია, რაც დაეხმარება კომპანიებს საკუთარი საქმიანობის წარმოებაში.
”ჩვენ შევთავაზეთ სემეკს, რომ მყისიერად მოხდეს ასახვა კურსთა ცვლილებისა ცვლად ოპერატიულ ხარჯებთან მიმართებაში იმიტომ, რომ თბოსადგურები ვყიდულობთ იმპორტირებულ გაზს დოლარში. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, რომ კომისიამ მეთოდოლოგიას გადახედოს და უფრო მყისიერად, ყოველთვიური სქემით ხდებოდეს ტარიფის კორექტირება და არა ექვსთვიან ან ერთწლიანი ინტერვალით”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.