პარლამენტის კომიტეტებში სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა იწყება.საკითხი ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. როგორც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გოჩა შონიას და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარადგინა.
კომიტეტების შემდეგ კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე განიხილავენ.