HP Indigo 5900 – ციფრულ პრინტერი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ახალი შესაძლებლობები შემოაქვს

ციფრულმა სტამბამ „პრინტარეა“, ცოტა ხნის წინ, 6 ფერიანი საბეჭდი დანადგარი HP Indigo 5900 შემოიტანა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი ციფრული პრინტერი, კონკურენტებისგან, ბეჭდვის სიჩქარით, ფერების რაოდენობითა და ხარისხით განსხვავდება.

კონკრეტულად რისთვის გამოიყენება HP Indigo 5900 და რითი გამოირჩევა სხვა ციფრული პრინტერებისგან?! „მარკეტერი“ „პრინტარეასა“ და HP-ის წარმომადგენლებს ესაუბრა.

თინა სანაძე („პრინტარეას“ დირექტორი): მომხმარებელს სხვადასხვა სახის პოლიგრაფიულ მომსახურებას ვთავაზობთ: ციფრულს, ოფსეტურს. გარდა ამისა, ვამზადებთ ნებისმიერი სირთულის და მოცულობის კონსტრუქციებსა და განათების პროდუქციას, ვაკეთებთ ბრენდირებას. თუმცა, ძირითადი მიმართულება მაინც ციფრული და შედარებით მცირე ტირაჟიანი ოფსეტური ბეჭდვაა: მისალოცი ბარათები, მოსაწვევები, სავიზიტოები, დეკორატიული კონვერტები, „ფლაერები“, ფოტო ალბომები. რაც მთავარია, ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია 40 სახეობამდე დეკორატიულ და ეკო ქაღალდზე. არც ქაღალდის ფერში ვართ შეზღუდული. გვაქვს ოქროსფერი, ვერცხლისფერი, შავი, ლურჯი, ყავისფერი, რუხი და ა.შ. რაც შეეხება ჩვენს მთავარ სიახლეს. სულ ცოტა ხნის წინ შემოვიტანეთ ციფრული საბეჭდი დანადგარი HP Indigo 5900.

M: კონკრეტულად რა შესაძლებლობებს იძლევა ეს დანადგარი?

ანდრეი კარელინი (HP-ის წარმომადგენელი): HP Indigo 5900 განკუთვნილია ფართო სპექტრის საბეჭდი მასალებისთვის. დანადგარი აღჭურვილია, სპეციალური ოფციით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სქელ მასალებზე ბეჭდვა. გარდა ამისა, აქვს One Shot ოფცია, რომელიც სინთეტიკურ მასალებზე (პლასტიკზე, კანვასზე, პივისიზე…) ბეჭდვის საშუალებას იძლევა. ასევე გვაქვს თეთრი ფერი, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია დაბეჭდოს მუქი ფერის მასალაზე.

M: ციფრული პრინტერი, სხვა კომპანიებსაც აქვთ, რითია გამორჩეული HP Indigo 5900? რა განსხვავებულ შესაძლებლობებს მისცემს დამკვეთს?

ანდრეი კარელინი: Indigo ციფრული ოფსეტური ბეჭდვის დანადგარია. ბეჭდავს თხევადი საღებავით. მისი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დაამუშაოთ უკვე დაბეჭდილი მასალა. HP Indigo 5900-ზე შესაძლებელია ფართო სპექტრის მასალებზე მუშაობა და ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელება. Indigo გამოირჩევა ბეჭდვის შეუდარებელი ხარისხით და რეალისტური გამოსახულებით.

თინა სანაძე: „ინდიგოს“ ბეჭდვის სიჩქარე მკვეთრად განსხვავდება სხვა ციფრული მანქანების სიჩქარისგან – თუ რომელიმე ციფრული დანადგარი გარკვეულ ტირაჟს ბეჭდავს 3-4 საათში, „ინდიგოს” იგივე რაოდენობის დაბეჭდვა შეუძლია 20-30წუთში; დანადგარი იდეალურად სვამს ფერებს – თუ ჩვეულებრივ ციფრულ მანქანაზე ფერების დასმის პრობლემა გვქონდა (და ყველას აქვს) „ინდიგოზე“ ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან აღჭურვილია სპეციალური ფერის ამომცნობი აპარატურით. დანადგარის ბეჭდვის ხარისხი არის უმაღლესი, ოფსეტური ბეჭდვისგან ვერ განასხვავებთ. „ინდიგო“ უნიკალურია იმითიც, რომ კონკურენციას უწევს ოფსეტურ დანადგარებს იმ პროდუქციის ბეჭდვაში, რომლის ტირაჟი არც თუ ისეთი დიდია – 3000, 5000, 10000 ცალი.

წყარო: marketer.ge