1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5473 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5473 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5453 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0081 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0001 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.008 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.