ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.
თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები პრიორიტეტული მიმართულება იქნება.