კახა კალაძე - ”სითი პარკთან” მიმართებაში ჩვენ სამართლებრივი კუთხით მივდივართ

კომპანია ”სითი პარკს” აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ ჩვენ სამართლებრივი კუთხით მივდივართ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ის საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალური პასუხისგან თავს შეიკავებს, რომ მისი ნათქვამი შემდეგ ისევ ქალაქის მთავრობის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული.

”სითი პარკთან” დაკავშირებით ძალიან სხვადასხვა მოსაზრებები იყო. თუნდაც საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი ოპონენტებიც საუბრობდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ აი 25 მილიონს გადავუხდით და შემდეგ ამ თანხას გადაიხდის ის კომპანია, რომელიც შემოვა. შესაბამისად, ეს თანხები ისევ მოსახლეობას უნდა გადაეხადა, რადგან ეს თანხები იმ კომპანიას ისევ მოსახლეობიდან უნდა ამოეღო.

ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ წავსულიყავით სამართლებრივი გზით. კომპანიას აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ მე ამ წუთში თავს შევიკავებდი კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან საუბარია სამართლებრივ გზაზე. შეიძლება ჩემი განცხადება მომდევნო წლების განმავლობაში ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.