დედამიწის თითქმის ყველა წერტილში, 31 დეკემბერს 12 საათის მოახლოება ფოიერვერკების ცეცხლოვანი წარმოდგენით აღინიშნება.
წლის ბოლო წუთების ყველაზე შთამბეჭდავად გასატარებლად დედაქალაქის ყველაზე მაღალი სასტუმროს ”ბილტმორ თბილისის” 30-ე სართულზე მდებარე გამჭვირვალე ”ზიმ” ბარი თბილისელებს საახალწლო პროგრამას სთავაზობს. 360 გრადუსიანი პანორამული ხედები და ფოიერვერკით განათებული ულამაზესი თბილისი - ამ შეთავაზებაზე უარის თქმა ნამდვილად რთულია.
”ზიმ” ბარში საახალწლო წვეულება 23 საათზე დაიწყება. 23:30-ზე საღამოს მუსიკალურ ნაწილს სალომე ყორღანაშვილი გახსნის, 00:30-ზე კი მას გიგა პაპასკირი შეცვლის. 01:00 საათზე სცენა The Five-ს დაეთმობა. 02:30-დან 1 იანვრის დილამდე სტუმრებისთვის კვლავ გიგა პაპასკირი დაუკრავს. ”ბილტმორ თბილისი” სტუმრებისთვის ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტსა და განსაკუთრებულ წასახემსებლებსაც უზრუნველყოფს.
ბილეთების დაჯავშნა დაწყებულია.