თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს მეტრო და ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ავტობუსები დილის 4 საათამდე იმუშავებენ.
“საახალწლო კონცერტები 3 ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას უფასოდ. ასევე მინდა დავამატო, რომ ავტობუსების მომსახურება იქნება უფასო. ყველა რაიონიდან, ყველა უბნიდან შესაძლებელი იქნება, ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილში და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და დაესწროს კონტერტებს. მათი გადაყვანა უზრუნველყოფილი იქნება როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. უფასო მგზავრობა დილის 4 საათამდე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კალაძემ.