მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86.5 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები იანვარ-ნოემბერში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო. მისი იმპორტი 617.3 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7% იყო. მაშინ როცა გასული წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 530.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.563 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 7.124 მილიარდი დოლარი იმპორტი იყო.