ბოლო სამი წლის განმავლობაში, 53 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით , - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 500-ზე მეტ ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო-კვლევა-საკონსერვაციო სამუშაოები.
„2017-2018 წლებში 4 პრიორიტეტი გვაქვს სტრატეგიიდან ამოღებული, სადაც ჯამში 8 პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პრიორიტეტები თანხვედრაში მოდის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის რეფორმასთან და წარმოადგენს: სახელოვნებო განათლებას, ინფრასტრუქტურას, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებასა და კარგ მმართველობას. უნდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად უპრეცედენტო იყო ბიუჯეტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით დაიხარჯა. მან 53 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 34 მილიონი ლარი „ქართუ ფონდის“ კონტრიბუცია იყო. 500-ზე მეტ ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო-კვლევა-საკონსერვაციო სამუშაოები“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.