საპატრულო პოლიციას 100 ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი გადაეცა.
როგორც პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ამ 100 ავტომობილიდან ნაწილი ელექტროა, ნაწილი კი ჰიბრიდი.
”იაპონური გრანტის მეშვეობით, საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოვიდა 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი. იდეა იყო იმაში, რომ მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენი თხოვნით, ეს ავტომობილები დაეთმობა პატრულს”, - განაცხადა გახარიამ.