დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასწრაფო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით ტენდერი კანონიერად ჩატარდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით ტენდერი კანონიერად ჩატარდა.

"ტენდერი ჩატარდა კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ. ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. ის, რომ კერძო ბიზნესს არ აკმაყოფილებს ეს და არის სასამართლო დავა, ეს ნორმალურია. მჯერა, რომ სასამართლო ყველაფერს დაადგენს სამართლიანად", - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ "სიტროენ ჯორჯია" სწორედ იმ ტენდერის უკანონობაზე ჩივის, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებს ეხება.