ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა

ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდა. უამინდობის გამო 4 რეისი გაუქმდა, ხოლო 2 შეფერხდა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ამინდი დილიდან გაუმჯობესდა და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა.

„ძლიერი ნისლის გამო ფრენები ვერ შესრულდა ვარშავას, მიუნხენის და სტამბოლის ორივე აეროპორტის მიმართულებით. მოსკოვიდან და სტამბოლის გოგჩენის აეროპორტიდან გამოფრენილი რეისები კი ჯერ სხვა აეროპორტში დაჯდა და როგორც კი აღდგა ფრენები, თბილისის მიმართულებით გამოფრინდნენ. აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა“, - განაცხადეს თბილისის აეროპორტში.