ჩინელმა ონლაინ კომპიუტერული თამაშების შემქმნელებმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე 8,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 14,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ხოლო მხოლოდ ჩინეთში და ისიც ერთ კვარტალში ონლაინ თამაშების შემქმნელებმა 9,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ კინოს, რადიოს, პრესის, პუბლიკაციისა და ტელევიზიის საკითხებში განაცხადა, რომ „ჩინელი მწარმოებლები, კომპანიების მოცულობის მიუხედავად, უცხოურ ბაზარზე გასასვლელად ირჯებიან: ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო ექსპანსიისკენ საკუთარი კომპანიის გაფართოების ხარჯზე იღწვის, ზოგიერთი კი სხვა კომპანიებთან შერწყმის გზით ცდილობს პოზიციის გამყარებას.“
ცნობისთვის, ჩინეთი გახლავთ ონლაინ თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გლობალურ ბაზარზე. ბოლო დროს ჩინური პროდუქტი სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთ ბაზრებზე როგორიცაა: იაპონია, კორეა, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია და ევროპა. განსაკუთრებით პოპულარულია თამაშები King of Glory (Honour of Kings) კომპანია Tencent-ისგან და Perfect World, კომპანია Beijing Perfect World-ისგან. თავად ჩინეთში ონლაინ თამაშების 50% სწორედ Tencent-ზე მოდის. ამ კომპანიის შემოსავლების დიდი წილი მობილურ თამაშებს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ქსელურ თამაშებზე ნაწილდება.
კოკა კვირკველია