გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა 369,5 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავეს

2016 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 369,5 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ პრემიიდან 43,6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 18,7% - ქონების დაზღვევაზე, 15,2% - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7% - სიცოცხლის დაზღვევაზე მოდის, ხოლო დანარჩენი (15,5%) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 232,5 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომლის 61,2% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,5% - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 9,7% - ქონების დაზღვევაზე, 2,8% - სიცოცხლის დაზღვევაზე, დანარჩენი (11,8%) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება. bpn