მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.
მატარებლები სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს.