ორთაჭალაში, ბიზნეს სახლის მშენებლობისთვის სახელმწიფო მომსახურების ბიუროს მიერ 71 621 080 ლარიანი ტენდერი ვერ შედგა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის 18 დეკემბრის განკარგულებით, ბიზნეს სახლის მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადება მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. ამასთან, განკარგულების თანახმად, ტენდერი ფონდის მიერ დაუყონებლივ გამოცხადდება.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ახალი ტენდერი იმავე პირობებით გამოცხადდება, რა პირობებითაც სახელმწიფო მომსახურების ბიუროს მიერ გამოცხადებული ტენდერი იყო.