ამერიკულმა კომპანიამ Apple აღიარა, რომ განზრახ ანელებს iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობის პროცესს.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სმარტფონების საექსპლუატაციო ვადა გაახანგრძლივონ.
კომპანიაში განმარტეს, რომ სმარტფონების აკუმულატორები დროთა განმავლობაში კარგავენ ფუნქციონალურობას.
„ჩვენ მივისწრაფით ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებლები საუკეთესო შესაძლებლობებით, რაც მოიცავს საერთო ფუნქციონალურობის გაუმჯობესებას და მოწყობილობების სარგებლობის ვადის გახანგრძლივებას. ლითიუმის ბატარეები დროთა განმავლობაში სუსტდება“, - განაცხადეს კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ არსებობს მოსაზრება, რომ „აიფონების“ ძველი მოდელების მუშაობის შენელებით კომპანია მომხმარებლებს აიძულებს ახალი მოდელები შეიძინონ.