ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, ზუსტად ვიცოდით, რომ შესაძლო იყო ტრანზიტის ჩაკეტვა და საქართველო ამ შემოსავალს საერთოდ დაკარგავდა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.
„რაც შეეხება „გაზპრომთან“ არსებულ შეთანხმებას და ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ გადავდგით, სამწუხაროდ, ჩვენ ალტერნატივა არ გაგვაჩნდა, რადგან სომხეთმა უკვე უზრუნველყო ირანიდან შემომავალი გაზსადენის განშტოების მშენებლობა. მათ აქვთ აბსოლუტურად შექმნილი ალტერნატიული მიწოდების საშუალება და ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ შესაძლო იყო ამ ტრანზიტის ჩაკეტვა და საქართველო საერთოდ დაკარგავდა ამ შემოსავალს. სამწუხაროდ, ეს საკითხი გაპოლიტიზირდა. იყო უამრავი ვნებათაღლევა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.