Lady Gaga-მ 75 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ლედი გაგამ Las Vegas-ის „რეზიდენციაში“ გასამართ კონცერტებზე ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეთანხმების შესაბამისად, მომღერალი მიიღებს 75 მილიონ დოლარს და ამ ორი წლის განმავლობაში მას მოუწევს 75 შოუს გამართვა ცნობილ MGM Park Theatre-ში. აღნიშნულ დარბაზში მსგავსი ტიპის კონტრაქტები ადრე ისეთ ცნობილ მომღერლებთან გაუფორმებიათ, როგორებიცაა ბრიტნი სპირსი, ჯენიფერ ლოპესი, რიკი მარტინი, სელინ დიონი, ელტონ ჯონი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ლედი გაგას პარალელურად ასევე გაფორმდა კონტრაქტი იგივე დარბაზში კონცერტების გამართვაზე კიდევ ერთ ამერიკელ მომღერალ ბრუნო მარსთან.

მომღერლების კონცერტების გამართვის ზუსტი თარიღები და ბილეთების ფასი ჯერ უცნობია, თუმცა ის რამდენიმე ასეულ დოლარს მიაღწევს, ხოლო შოუების დაწყება 2018 წლის დეკემბრიდან იგეგმება.

კოკა კვირკველია