Amazon-მა შესაძლოა YouTube-ის კონკურენტი შექმნას

კომპანია Amazon-ის მხრიდან YouTube-ის მსგავსი ვებგვერდის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც Google-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა, რომელიც ამავდროულად YouTube-ს ფლობს, შეუწყვიტა საკუთარი ვიდეოსერვისით მომსახურება Amazon-ს მის პოპულარულ მოწყობილობებზე.

საიტის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ „ამაზონმა“ წერილით მიმართა ამერიკის საპატენტო ორგანიზაციას სახელების "Amazon Tube" და "Open Tube"-ის რეგისტრაციისთვის. ეს კი უკვე მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს რაღაც ახალ YouTube-ის მსგავს ვებგვერდთან.

შეგახსენებთ, ტექნოლგიურ გიგანტებს შორის უთანხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც კომპანია Amazon-მა არ განაახლა საკუთარ გვერდზე კომპანია Google-ის ხმოვანი ასისტენტ მოწყობილობების გაყიდვები, რაზეც „გუგლმა“ მკვეთრი ნაბიჯით უპასუხა და „ამაზონის“ ასევე ხმოვან ასისტენტებზე, YouTube-ზე წვდომა შეაჩერა, ამან კი მომხმარებლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

კოკა კვირკველია