"მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ წელს ბიტკოინის ფასმა ძალიან სწარაფად მოიმატა, ასე რომ კორექტირება მოსალოდნელი იყო" , – ამის შესახებ Sein Sanelma, ASR Wealth Adviser-ის წარმომადგენელმა განაცხადა.
კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი პარასკევს ბიტსპამპის გაცვლით ბირჟაზე 14 000 აშშ დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. მისი ფასი დაახლოვებით 30%-ით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში მისი ღირებულება რეკორდულ 20 000 აშშ დოლარს უტოლდებოდა.
კრიპტოვალუტის ფასმა, რომელიც წლის დასაწყისში საშუალოდ 1000 აშშ დოლარი ღირდა, კვირას რეკორდულ ნიშნულამდე – 19 666 აშშ დოლარამდე მოიმატა, მას შემდეგ რაც "CME გრუპმა" ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი თითქმის მესამედით გაუფასურდა.
ბიტკოინი ცნობილია თავისი ძლიერი რყევებით. ნოემბერში ის თითქმის 30%-ით გაუფასურდა – 7 888 აშშ დოლარიდან 5 555 აშშ დოლარამდე. სექტემბერში 40%-ით გაუფასურდა, 4 979 აშშ დოლარიდან 2 972 აშშ დოლარამდე.
"ბიტკოინით ვაჭრობა აზარტულ თამაშს ჰგავს, ამიტომაც მისი ფასის ცვლილება ლოგიკას არ ექვემდებარება" - ამბობს ტაკაში ჰიროკი, ტოკიოში არსებული Monex Securities-ის მთავარი სტრატეგი.
სამხრეთ კორეის ფინანსური სამეთვალყურეო სამსახური აღნიშნავს, რომ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს საერთოდ არ მიიჩნევს რაიმე სახის ვალუტად.