მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ საკონვერსიო ოპერაციებიდან ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი 24,455 მილიონი ლარით შემცირდა.
კერძოდ, 2017 წლის 1-ელ 11 თვეში ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 167,277 მილიონი ლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 191,732 მილიონი იყო.
ამასთან, საკონვერსიო ოპერაციებიდან ყველაზე მეტი 24,809 მილიონი ლარის მოგება ბანკებმა მიმდინარე წლის მარტში მიიღეს.