თბილისში ბიზნეს-სახლის ასაშენებლად ტენდერი თავიდან გამოცხადდა. მთავრობის 18 დეკემბრის განკარგულების თანახმად, სახელმწიფო მომსახურების ბიუროს მაგივრად ტენდერი ამჯერად მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 621 080 ლარია, წინადადებების მიღება 17 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.
ცნობისთვის, ორთაჭალაში, ბიზნეს სახლის მშენებლობისთვის სახელმწიფო მომსახურების ბიუროს მიერ 24 ნოემბერს გამოცხადებული პირველი, 71 621 080 ლარიანი ტენდერი ვერ შედგა.