"პარლამენტი სემეკის წევრობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს მხარს დაუჭერს"

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სემეკის წევრობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პოლიტიკურად შეთანხმებული საკითხია, რომელსაც დღეს პარლამენტი მხარს დაუჭერს.

„დავით ნარმანია არის ჩვენი გუნდის წევრი. მას აქვს საკმარისი გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი, კარგად გაართვას თავი ამ თანამდებობას. გარდა ამისა, პრაქტიკულად, პოლიტიკური შეთანხმება არსებობს მის თანამდებობაზე, იგი წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა, შეითანხმა საქართველოს მთავრობამ და დღეს მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.