ვაპირებ, რომ ვიმუშავო ძალიან აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში, - ამის შესახებ სემეკის წევრად არჩეულმა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა იმ მიზნით, რომ ენერგოსისტემა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
"გარდა ამისა, წყალმომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს. ეს იქნება ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია საქმიანობის მეტად გამჭირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება და ის ნაბიჯები, რომელსაც სემეკი დგამს იმისათვის, რომ ჩვენი ენერგოსისტემა რეალურად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირა მხარი. გოჩა შონია და დავით ნარმანია 83-83 ხმით აირჩიეს.