წელს ყველაზე თბილი ნოემბერი იყო

დადასტურდა, რომ 2017 წლის ნოემბერი ყველაზე თბილი ნოემბერი იყო. არქტიკული ოკეანის ნაწილები საშუალოსთან შედარებით საგრძნობლად თბილი იყო.

წელიწადის ამ დროისთვის ზღვის ყინულის საფარმა ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ფიჯიზე მთავრობამ გადაწყვიტა ზღვის დონიდან დაბალ რეგიონებში არსებული სოფლები შედარებით მაღლა გადაიყვანოს. სანაპიროს დატბორვები და ძლიერი შტორმი ისედაც საფრთხეს უქმნიდა სამხრეთ წყნარი ოკეანის არქიპელაგს. არსებობს საფრთხე, რომ საუკუნის ბოლოსთვის აქ ზღვის დონე ნახევარი მეტრით მოიმატებს.

ნოემბერში საშუალოზე ხშირად წვიმდა ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე. ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია წყალდიდობები ალბანეთსა და საბერძნეთში.

ნოემბერი საშუალოზე თბილი იყო აღმოსავლეთ ევროპაში და საშუალოზე გრილი დასავლეთის დიდ ნაწილში. მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთში დასახლებულ ტერიტორიაზე, სვალბარდში ტემპერატურა საშუალოზე 6 ცელსიუსით მაღალი იყო.