მუნიციპალური განვითარების ფონდმა მზიურის პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიიღო დაფინანსება, რომლის ნაწილის მზიურის პარკის რეაბილიტაციას მომხმარდება.
სატენდერო პირობების თანახმად, პარკში ლანდშაფტური არქიტექტურისა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონი ლარია. წინადადებების მიღება 28 იანვარს დაიწყება და 1 თებერვალს დასრულდება.