მოგზაურობის ექსპერტებმა ევროპაში 32 საუკეთესო მიმართულება გამოყვეს, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ამის შესახებ businessinsider-ი წერს.
კერძოდ, გამოცემის ცნობით, Business Insider UK-მა მოგზაურ ბლოგერებს სთხოვა დაესახელებინათ საუკეთესო ადგილები, სადაც მათ უმოგზაურიათ. ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. კერძოდ, ერთ-ერთი ბლოგერის თქმით, ყაზბეგი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, სადაც კი უმოგზაურია.
„მთებში ჩაკარგული ეს ქალაქი არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. აქ თბილისის მოსახლეობა ზაფხულობით მიდის, ისვენებს, ცხენებით ჯირითობს და ჩანჩქერების თვალისმომჭრელი ხედებით ტკბება,“- აღნიშნა დოულიმ.
საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის მოხვდა ასევე: კაბადოკია, ბარსელონა, სტამბული, სანტორინი, სინტრა და ა.შ.