თბილისში, სასტუმრო "რუმსში" გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად, 15 სახანძრო მანქანაა მობილიზებული

თბილისში, სასტუმრო "რუმს თბილისში" ცეცხლი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შენობის გარე ფასადზე ხანძარი არ შეინიშნება და სავარაუდოდ ცეცხლი სასტუმროს შიდა მხარესაა გაჩენილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო მანქანა და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები. მოქალაქეები "სასტუმროდან" ევაკუირებულნი არიან და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.