სასტუმრო „რუმს თბილისის“ დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ ორი ოთახი დაზიანდა.
როგორც მან შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც კი სასტუმროს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება, დაიწყება დალაგება და სასტუმრო დღესვე დაიწყებს ფუნქციონირებას.
„ყველა სტუმარი არის ევაკუირებული. ისინი გადაყვანილი არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, არავინ დაშავებულა - არც სტუმარი და არც თანამშრომელი, რადგან მოხდა ძლიან სწრაფი რეაგირება როგორც სახანძრო სამსახურის, ასევე, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან.
ჩეხერიას ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
„აჭარა ჯგუფის“ მმართველი დირექტორის ინფორმაციით კი, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მისივე თქმით, მიზეზს გამოძიება დაადგენს. როგორც ბერულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხანძარი მეხუთე სართულზე სხვენში გაჩნდა. „ყველაფერი არის მოგვარებული, ჩვენი ყველა სტუმარი გადაყვანილია ჩვენს მეორე სასატუმროში“, - განაცხადა ბერულავამ.