სემეკი დღეს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურების - ჟინვალჰესის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დადგინდება ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის” ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.