„ახალ ტფილისში“ საახალწლო ბაზრობა გაიხსნა

თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად „ახალ ტფილისს“ ესტუმრა.

როგორც მერიის პრესსამსახურიდან იუწყებიან, დედაქალაქის მერმა "ახალ ტფილისში" გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა და იქ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო.

კახა კალაძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, მოსახლეობას კი „ახალ ტფილისში“ და დედაენის ბაღში მისვლისკენ მოუწოდა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, "საქართველოს ბანკს" ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ეს აღმაშენებელი მთლიანად "საქართველოს ბანკის" მიერ არის მორთული. ეს ჯიხურებიც, თავიანთი სტარტაპერები ჰყავთ შემოყვანილი და რაც მთავარია - პროდუქტი, რომელიც იყიდება, არის საქართველოში ნაწარმოები, ქართული და კარგია ზოგადად, საშობაო - საახალწლო განწყობა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ახალ ტფილისში“ საახალწლო ბაზრობა 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.