სს „საქართველოს რკინიგზა“ საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და შემდგომ, 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აღნიშნავენ, აღნიშნულ პერიოდში ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.
მათივე ცნობით, დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
08:50 13:08 19:45 23:59
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
10:30 15:30 17:10 22:03
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!