თბილისის მერიამ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი 140 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დააჯარიმა.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ჯგუფი, 140 ათასი ლარით არის დაჯარიმებული. თუმცა დეტალებზე თუ რა გახდა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დაჯარიმების მიზეზი, მერიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ჯარიმის გადასახდელად 10 დღიანი ვადა აქვს.

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო. მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გასაჯაროვდა და მისი საჯარო განხილვებიც მიმდინარეობდა. რის შემდეგაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა. შედეგად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი მერიას 20 ნოემბერს წარედგინა.