რომელი წელია ახლა? რომელი წელი იქნება შემდეგი? ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული პასუხი აქვთ. კერძოდ:
ტაილანდი - 2561 წელი
ტაილანდში მომავალ წელს 2561 წელი დადგება. ოფიციალურად ტაილანდი ბუდისტური მთვარის კალენდრის მიხედვით ცხოვრობს, სადაც ათვლა ბუდას მიერ ნირვანის მიღწევიდან იღებს სათავეს.
ბუდისტური კალენდრის მიხედვით ცხოვრობენ შრი-ლანკაზე, კამბოჯაში, ლაოსსა და მიანმარშიც.
ეთიოპია - 2011 წელი
ეთიოპური კალენდარი გრიოგორიანულ კალენდარს დაახლოებით 8 წლით ჩამორჩება. ის 13 თვისგან შედგება. წელიწადში 12 30-დღიანი და 1 5-6-დღიანი თვეა. ეთიოპური კალენდარი ძველ ალექსანდრიულ კალენდარს ეფუძნება.
ისრაელი - 5778 წელი
ებრაული კალენდარი ისრაელში ოფიციალურად გრიგორიანულთან ერთად გამოიყენება. ამ კალენდრის მიხედვით, ყოველი ახალი თვე ახალ მთვარესთან ერთად იწყება.
ებრაული კალენდარი ყველაზე პირველი ახალი მთვარიდან იწყება, რომელის ძვ. წ. 3761 წლის 7 ოქტომბერს, ორშაბათს დადგა.
პაკისტანი - 1439 წელი
ზოგიერთ ისლამურ ქვეყნებში ისლამური კალენდარი რელიგიური დღესასწაულების თარიღების დასადგენად და ოფიციალური კალენდრის სახითაც გამოიყენება. წლების ათვლა წინასწარმეტყველ მუჰამედის და პირველი მუსლიმების მექადან მედინაში გადასახლების - თარიღიდან იწყება (ახ.წ. 622 წელი).
ისლამური კალენდრის წლის ხანგრძლივობა მზის წელიწადზე 10-11 დღით ნაკლებია და თვეები სეზონებთან მიმართებაში "მოძრაობს". ზაფხულის თვეები გარკვეული პერიოდულობით ზამთრის გახდება და პირიქით.
ირანი - 1396 წელი
ირანული კალენდარი, ე.წ. მზის ჰიჯრა ავღანეთსა და ირანში მოქმედი ოფიციალური კალენდარია. ეს ასტრონომიული მზის კალენდარი ომარ ხაიამის მონაწილეობით არის შექმნილი. იხილეთ გაგრძელება